საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოს ეწვია
2019/02/09 17:59:50

საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვია. სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში ვიზიტი ქალაქის ცენტრალური ნაწილის დათვალიერებითა და ტურისტულ პოტენციალის გაცნობით დაიწყო.

 

პრეზიდენტს დასმულ კითხვებზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი პასუხობდნენ.

 

პრეზიდენტმა, თანმხლებ პირებთან ერთად, მწვანე ხეივანი, გუდიაშვილის პანო, სანატორიუმები „მეშახტე’’, „მედია’’, სტალინის აგარაკი, „ცივი ტბა'' და „საწურბლიას’’ მღვიმე უკვე დაათვალიერა.

 

„ძალიან სასიხარულია ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება იმერეთის რეგიონში.

 ჩვენ მაქსიმალურად მივაწოდებთ პრეზიდენტს ინფორმაციებს ბალნეოლოგიური კურორტებისა და ზოგადად იმერეთის ტურისტული პოტენცილის, ასევე არსებული პრობლემების შესახებ. ქალბატონი სალომე აქტიურად არის დაინტერესებული იმერეთის რეგიონით ეს ცალსახად აისახა მისი პირველი ვიზიტიდან გამომდინარე. დღეს წყალტუბოში რამდენიმე სანატორიუმი ვნახეთ, რომელიც საჭიროებს განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ვფიქრობ, პრეზიდენტის მხარდაჭერითა გაიზრდება წყალტუბოში ინვესტიციების მოზიდვის ტემპი და მომზადდება მისი განვითარების გეგმა", განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ.

 


„მსგავსი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონი სალომე უშუალოდ არის დაიტერესებული იყოს მაქსიმალურად ჩართული ჩვენი ქალაქის ბალნეოპოტენციალის რეალიზებასა და კურორტის განვითარებაში. იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები წყალტუბოს ცნობადობის ამაღლებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ ერთობრივი მუშაობა გამოიღებს რეალურ შედეგს, ვფიქრობ აუცილებელია საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება და ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა, რაც მოგვიტანს კონკრეტულ ინვესტივციებს და ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის, ასევე ბალნეოლოგიური ცენტრების განვითარებას" აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.

 


დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარები მოინახულა. დაათვალიერა ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერული მეურნეობა, რომელიც თაფლისა და ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციებს აგრძელებს. პრეზიდენტი ასევე ეწვია კომპანიას „ჰერბია“, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 78
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია