საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრმა „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ დედაქალაქში მშენებლობა დააანონსა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/08 10:51:23

 

 

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად საზოგადოებას განათლების სფეროში მიმდინარე შემაჯამებელ პრეზენტაცია წარუდგინა ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მშენებლობაც მარტში დაიწყება.  

 

მინისტრის თქმით, ეს იქნება 15 ჰექტარზე განთავსებული მართლაც მომავალი ქალაქი, სადაც ფუნქციონირებას დაიწყებს დასავლური სტანდარტების სახლელმწიფო სკოლა.

 

„აღნიშნული პროექტით გაფართოვდება კომაროვის სკოლა, რომელიც ქართული განათლების საუკეთესო ნიმუშია. სწორედ ამიტომ, როგორც კომაროვის, ასევე სხვა წარმატებულ სკოლებს  ხელ უნდა შევუწყოთ, რომ გაცილებით მეტ ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა, მიიოს მაღალი დონის განათლება. კომაროვის სკოლა ერთ-ერთი  გამორჩეულია. საერთაშორისო ოლიმპიადაზე სკოლა მეორე ადგილზე გავიდა, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწეაა.  განსაკუთრებით გამორჩეულია მათი მოსწავლე, რომელმაც მაქსიმალური ქულა აიღო და მისი გამარჯვება  საუკეთესო ნიმუშია მსოფლიოში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვყვავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი და ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეზე, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში აბსოლუტური შედეგი აჩვენა და უმაღლესი ქულა დაიმსახურა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 308
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია