დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეფორმის მიხედვით, პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უნივერსიტეტებში ჩაბარება შესაძლებელი იქნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/04 16:46:28

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძესთან და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროს ირინა წეროძესთან ერთად, განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების პროექტი წარადგინა.


სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების სისტემის განვითარება არაერთ მიმართულებას მოიცავს და ორიენტირებულია კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, რეგიონული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სწრაფ დასაქმებაზე.

 

პროფესიული განათლების რეფორმის მომდევნო, სამწლიანი, ფაზის პერიოდში გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება, როგორც ახალგაზრდების ასევე ზრდასრული მოსახლეობისათვის.

 

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მისცემს, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ.

 

სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

 

ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ასევე ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას.

 

სამწლიანი ფაზა მიზნად ისახავს ასევე: არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას; პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას; პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.

 

რეფორმა მოიცავს ასევე რეგიონული დაფარვის გაუმჯობესებას, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებითა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის გამოყენებით.

 

გარდა ამისა,  რეფორმის ფარგლებში იგეგმება პროფესიულ სასწავლებლებში სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლების გაძლიერება, ასევე მაღალტექნოლოგიური ცენტრების განვითარება (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.


განათლების მინისტრის თქმიტ, ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მისცემს, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ.

 

ეს ნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება, შედეგად კი საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები (ვისაც მხოლოდ 9 კლასი აქვს დამთავრებული), პროფესიის დაუფლების პარალელურად შეძლებენ, რომ გაიარონ სასკოლო საგნები და პროფესიული განათლების დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ. რეფორმის ამ ნაწილის ამოქმედება 2019 წლის მაისიდან იგეგმება.

 

რეფორმის სამწლიანი ფაზა ასევე გულისხმობს არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია