დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების სამინისტრომ მანდატურის ეთიკის ნორმები და სკოლებში უსაფრთხოების დაცვის წესები განსაზღვრა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/02 17:09:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები დამტკიცდა.


ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა არაერთი ვალდებულება სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურისთვის. მათ შორის არის მანდატურის ეთიკა და ქცევის ნორმები, რომელიც შემდეგ ვალდებულებებს მოიცავს:

მანდატურის ეთიკის არსი და მიზანი

1. მანდატურის ეთიკა წარმოადგენს მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების ერთობლიობას.

2. მანდატურის ეთიკის მიზანია მანდატურის ერთიანი ქცევის წესების დამკვიდრება, რათა მანდატურმა შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება და გააცნობიეროს საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

3. მანდატური უნდა იყოს სამართლიანი იდეების ერთგული, ობიექტური, კეთილსინდისიერად ასრულებდეს სამსახურებრივ მოვალეობას. მანდატურმა უნდა შეძლოს ნებისმიერ სიტუაციაში იმოქმედოს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს თავის თავს და მანდატურის სამსახურის რეპუტაციას.

4. მანდატური თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს მის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მან თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მანდატურის დამოუკიდებლობა ან გავლენა მოახდინოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე.

 

მანდატურის ქცევის ნორმები

1. მანდატური თავის საქმიანობაში უნდა ეყრდნობოდეს პროფესიონალიზმს და ეთიკის ნორმებს, იგი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს თავის მოქმედებას, გრძნობებსა და ემოციებს.

2. მანდატური უნდა იყოს თავაზიანი და ობიექტური ყველას მიმართ, მიუხედავად მათი ასაკობრივი თუ სოციალური სტატუსისა.

3. მანდატური მუდმივად უნდა იმაღლებდეს პროფესიულ უნარ-ჩვევებს და კვალიფიკაციას.

4. მანდატურმა სამსახურებრივი მოვალეობა ყოველთვის უნდა შეასრულოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, კანონის ფარგლებში, დაიცვას სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოს შექმნა. პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, თავისუფლება და ღირსება.

5. მანდატური არ ეწევა რელიგიურ ან პოლიტიკურ პროპაგანდას სკოლაში, იცავს კონფიდენციალობას, პუნქტუალურია – დროულად ცხადდება სამსახურში, ეფექტურად იყენებს სამუშაო დროს და არ იყენებს სტატუსს პირადი პრივილეგიებისთვის.

6. მანდატურს ეკრძალება:

ა) ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, თანამშრომლის, პედაგოგის, მოსწავლისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის, მანდატურის სამსახურის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა, განურჩევლად მისი ჩადენის ადგილისა;

ბ) სამსახურში მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ტანსაცმლის გარეშე გამოცხადება ან ფორმის მთლიანობის დარღვევა;

გ) სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვა, დაგირავება ან პირადი მიზნებისთვის გამოყენება;

დ) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მასზე გადაცემული ფორმის ტანსაცმლის, ეკიპირების, აღჭურვილობის და სპეციალური საშუალებების სხვა პირისთვის გადაცემა ან გასხვისება;

ე) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მასზე გადაცემული მატერიალური ფასეულობების დაკარგვა ან ბრალეულად დაზიანება;

ვ) სამსახურის თვითნებური მიტოვება;

ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას იმყოფებოდეს ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ;

თ) საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ფორმის ტანსაცმლით ან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა ფორმის ტანსაცმლით;

ი) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას თამბაქოს მოწევა;

კ) ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილებში შესვლა, არასამსახურებრივი მიზნით;

ლ) ცინიკური გამონათქვამები, ჟარგონებით საუბარი და სხვათა პატივისა და ღირსების შელახვა;

მ) მანდატურის სამსახურისათვის ან/და სკოლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა.

7. მანდატური ვალდებულია ითანამშრომლოს მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მათთვის ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.

 

მანდატურის ურთიერთობა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან

1. მანდატურის ურთიერთობა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან დამყარებული უნდა იყოს ურთიერთთანამშრომლობისა და ნდობის პრინციპზე.

2. მანდატური მოსწავლეს უნდა დაეხმაროს, პიროვნებისადმი პატივისცემის, დისციპლინის, ქცევის, ნებისყოფისა და სიძნელეების გადალახვის უნარის გამომუშავებაში.

3. მანდატური პატივისცემით ეპყრობა მასწავლებელს, სკოლის დირექციას და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.

4. მანდატური მოსწავლეებთან ურთიერთობაში უნდა იყოს გაწონასწორებული, არ ახდენდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსწავლეებზე, უნდა შეეძლოს კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია და მათი განმუხტვა.

 

მანდატურის პირადი ჰიგიენა

1. მანდატური უნდა ატარებდეს მინისტრის მიერ დამტკიცებულ ფორმის ტანსაცმელს.

2. მანდატური უნდა ზრუნავდეს ფორმის ტანსაცმლის სისუფთავეზე, პირად ჰიგიენაზე და არ უნდა გამოიყურებოდეს შეუსაბამოდ.

გარდა ამისა, მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანების თანახმად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:

– უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები

–სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები

–ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოების წესი

–მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებისათვის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემისა და უკუკავშირის წესი

–სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვისა და ადმინისტრირების წესი

–მანდატურის საქმიანობის წესი

–მანდატურის ეთიკა

–მანდატურობის კანდიდატების შერჩევის, სკოლაში განაწილებისა და როტაციის წესი

–უფლებამოსილი პირი

–წესის დარღვევის შედეგი და სხვადასხვა ტიპის ოქმები


იხილეთ ზემოაღნიშნული ჩამონათვალის განმარტება და შინაარსი ბრძანებაში

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1292
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია