დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრიორიტეტი ქართულ თაფლს
თაფლის ტენდერში მონაწილე რუსული თაფლის შემომტან კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2019/01/30 21:38:48

თაფლის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“-მ მყისიერი რეაგირება მოახდინა და  საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითშვილსა და სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს ღია წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ტენდერის აღნიშნული სახით მიმდინარეობამ, რაც დაკავშირებულია რუსული წარმოების თაფლის შესაძლო შესყიდვასთან, საქართველოს მეფუტკრეებში (და არა მარტო) გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა და ამან შესაძლოა, მიიღოს პროტესტის გამოხატვის უფრო ფართო მასშტაბები...

 

ამავე წერილში „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ მოთხოვნა გახლდათ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნულ შესყიდვაში წარმოადგინოს საქართველოში წარმოებული თაფლი.

 

დღესვე ქართველ თაფლის მწარმოებლებს შეხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრას თაფლის მწარმოებლებთან ერთად ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძეც ესწრებოდა.


ქართული პროდუქციის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის მთავრობისთვის. ქართული თაფლი .. პრივილეგირებულ პროდუქტთა შემადგენლობაშია. მისი წარმოების ხელშეწყობისა და მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ. სწორედ ქართული თაფლი გახდა პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროპის ბაზარზე გავიდა. რაც შეეხება კონსოლიდირებული ტენდერით ნატურალური თაფლის შესყიდვის საკითხს და შექმნილ აჟიოტაჟს, ვფიქრობ, ნაჩქარევი იყო აღელვება. ზოგადად საზოგადოების და დაინტერესებული პირების მხრიდან არასწორად იქნა გაგებული მიმდინარე პროცესები. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

დღესვე ასევე გავრცელდა შესყიდვების სააგენტოს განცხადება, რომ თაფლის ტენდერში მონაწილე რუსული თაფლის შემომტან კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

 

 მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს განცხადებას ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ.მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დისკვალიფიკაციის საფუძვლები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N70-ში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ასე რომ, პრიორიტეტი დამსახურებულად მიენიჭა ქართულ პროდუქციას და ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ხელისუფლების გონივრული გადაწყვეტილების შედეგია!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1264
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია