დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული რძის“ ნიშანი იმ პროდუქტებს მიენიჭება, რომელიც მხოლოდ ქართული ნედლი რძით დამზადდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/01/22 10:56:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, „ქართული რძის“ ნიშნის პრეზენტაცია გაიმართა

 

შეხვედრაში მონაწილეობა რძის პროდუქტების მწარმოებელმა 70-მდე კომპანიამ,  შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების, სუპერმარკეტების, აგრარული ბაზრებისა და  სექტორის ასოციაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. 

 

„ქართული რძის“ ნიშანი იმ პროდუქტებს მიენიჭება, რომელიც  მხოლოდ ქართული ნედლი რძით დამზადდება და მის შემადგენლობაში არ იქნება რძის ფხვნილი, ან მცენარეული ცხიმი. 

 

„ქართული რძის“ ნიშნის გამოყენება ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მსგავსი ინიციატივები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში ძალიან პოპულარულია. ჩვენთვის განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ეს მწარმოებელთა კერძო ინიციატივაა. მოკლე ხანში ჩვენ გვექნება სამინისტროს მიერ შემუშავებული ხარისხის ნიშნების პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას დეტალურად გავაცნობთ კონკრეტული ნიშნების მნიშვნელობას. ყველა ნაბიჯი, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული, ხელს უწყობს სანდოობის ზრდას და ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

„ქართული რძის“ ნიშანის პრეზენტაციის ორგანიზატორები იყვნენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და მერსის ქორფსის პროექტი „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP).

 

ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს „ქართული რძის“ ნიშნის  შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას მარკეტინგული კომპანია GMA უზრუნველყოფს

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1164
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია