საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში კიდევ ერთი ქუჩის გზის საფარი დაიგო, რომლის ბიუჯეტიც 25000ლარი იყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/01/16 15:03:00

ქუთაისში, ძოძუაშვილის ქუჩის 10ა ნომრის მიმდებარედ, გზის საფარის დაგება დასრულდა. სამუშაოებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 25 000 ლარი გამოიყო.

 

" პროექტის ღირებულება კონტრაქტის მიხედვით 25 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება " ჯთბ გოლდენ ეიჯი" ასრულებს. გზის საფარის მოწესრიგება დღის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარე წელს დაიწყო, რომელიც შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდა"-განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 299
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია