დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტექდათვალიერების არმქონე მძღოლების გამოსავლენად გზებზე 1 441 ვიდეოკამერა დამონტაჟდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/01/12 15:50:05

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 1 441 ვიდეოკამერა დაამონტაჟა. ყველა ვიდეოკამერა სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერა.



როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2019 წელს, ქვეყნის ტერიტორიაზე, სიჩქარის მზომი სექციური რადარების და ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერების განთავსება გაგრძელდება.



„აღსანიშნავია, რომ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის 510-ე დადგენილების ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ძალაში შესვლის შესაბამისად, ე.წ. “ჭკვიანი” კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში დაჯარიმდება ის ავტომობილები, რომლებსაც კანონის შესაბამისად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ. ამ დროისთვის, ვიდეოკამერები თბილისის და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული”, – აღნიშნულია სსს-ს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ. შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

 

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტით გაუგზავნიან. მისი ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმას განმეორებით გაუგზავნიან.

 

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია