დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
8 იანვრიდან თამბაქოს მოხმარების წესში ცვლილებები ამოქმედდა
2019/01/08 18:55:55

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებით, დღეიდან, 8 იანვრიდან ამოქმედდა  კანონის ის მუხლი, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევისთვის ფიზიკური პირის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.


იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, დახურულ სივრცეში ფიზიკური პირი ეწევა და არ ემორჩილება კანონს, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით 200 ლარით, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 100-100 ლარით მეტი თანხით დაჯარიმდება. 

 

ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ დაწესებულების ადმინისტრაცია მოწევის შეწყვეტისკენ მიუთითებს, ის კი არ დაემორჩილება. ადმინისტრაციის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში კი ის დაჯარიმდება. თუ ადმინისტრაცია ფიზიკურ პირს არ მოუწოდებს მოწევის შეწყვეტისკენ, ან მოუწოდებს, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არ გამოიძახებს საპატრულო პოლიციას, სხვა ინიციატორის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე, იურიდიული პირი, ანუ დაწესებულების ადმინისტრაცია. 

 

8 იანვრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. ამ დრომდე საფერფლის ქონა დარღვევად იმ შემთხვევაში ითვლებოდა, თუ მასში ფერფლი ან ნამწვი აღმოჩნდებოდა. 

 

8 იანვრიდან ასევე ძალაში შევიდა მუხლი, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური, მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს. 

 

ასევე ამოქმედდა ცვლილება კანონში, რომლის თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილში, სადაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დაიშვება.

 

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ აპროტესტებს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და ვაცხადებთ, რომ 2019 წელს ვიბრძოლებთ ყველა დახურულ სივრცეში მოწევის ასაკრძალად, რათა არ არსებობდეს გამონაკლისი", - წერია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

 

ალიანსი მოქალაქეებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ზოგიერთი კაფე-ბარი, რესტორანი და ღამის კლუბი შიდა ტერიტორიაზე მოწევის უფლებას "მხოლოდ დაცვის ან ფეისკონტროლის შემდეგ იძლევა. და თუ არამწეველი სტუმარი აპროტესტებს, ადმინისტრაცია უცხადებს, რომ მათ მოწევის უფლება ნაყიდი აქვთ. ეს არის სრული სიცრუე. არანაირი კანონი არ ცნობს მსგავს მცნებას ან ლიცენზიას, მოწევის უფლება არ იყიდება", - აცხადებენ ალიანსში. 

 

თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი 2018 წლის მაისიდან გამკაცრდა, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.

 

wyaro: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/92290/8-ianvridan-tambaqos-mokhmarebis-tsesshi-tsvlilebebi-amoqmedda

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია