საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
2018 წელს ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა 85%-ით გაიზარდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/01/04 21:58:26

2018 წელს ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა 85%-ით გაიზარდა. გასულ წელს ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა 20 პროექტი განახორციელა. 



გაიმართა სხვადასხვა შინაარსის გამოფენა, მათ შორის 10 საერთაშორისო. ასევე უცხოელი სტუმრებისთვის მოეწყო 10 ინფო ტური.

2018 წელს გადაიღეს საიმიჯო კლიპი ქუთაისზე, რომლის პრეზენტაციაც დღესვე ანგარიშის წარდგენის შემდეგ მოეწყო.

ტურიზმის ცენტრის ანგარიშს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ესწრებოდნენ.

 

2018 წელს ქუთაისს ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან ეწვია. ქალაქი 4 ათას 834-მა ვიზიტრომა მოინახულა. 3 ათას 870 ტურსიტი ჩამოვიდა პოლონეთიდან, რუსეთიდან - 2 ათას 152, დიდი ბრიტანეთიდან - 1 თას 873, საფრანგეთი - 1 თას 44, ჩეხეთი - 877, ლიტვა - 695, ლატვია - 629, ესპანეთი - 565, ნიდერლანდები - 438.

 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისს თითქმის ყოველ წელს სტუმრობენ ვიზიტორები პოლონეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ლიტვასა და ესპანეთიდან.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ გარდა მათი აქტივობებისა ქალაქში ტურისტების რადოენობის ზრდაზე გავლენას აეროპორტი.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია