საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისიც ქალაქია
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მედიას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/12/29 00:47:00

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მედიას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.


გიორგი ჭიღვარიამ წლის განმავლობაში შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, მოეწყო სკეიტ–პარკი ,რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას.

 

მერმა საუბრისას აქცენტი გააკეთა თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე,გიორგი ჭიღვარიას თქმით,  ხიდზე სამუშაოები ხარვეზებით ჩატარდა, რაზეც ექსპერტიზა დაინიშნება და ხარვეზების გამოვლენის შემდეგ მოხდება მათი გამოსწორება. 

 

მერიის ინფორმაციით, 2018 წელს დასრულდა141 ობიექტი, რასაც ჯამში 5 600 000 ლარი მოხმარდა.

 

ქუთაისის მერმა ასვე ისაუბრა მომავალ წელს ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობაზეც,რომელიც იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 243
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია