დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ორმოცდათოთხმეტი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათორმეტი ათასი ლარია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/12/26 21:56:05

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ რიგით მეთხუტმეტე სხდომაზე 2019წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა,რომელიც ორმოცდათოთხმეტი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათორმეტი ათას ლარს შეადგენს.

 

გამოიკვეთა ძირითადი პრიორიტეტები,ეს გახლავთ

ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულება, როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურის ერთეულის,საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი დავით ნიშნიანიძე აღნიშნავს, ინფრასტრუქტურული მიმართულებით გათვალისწინებულია ჯერჯერობით ათი მილიონი ლარი. რვამილიონ ცხრაასი ათას ლარამდე გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება,რომელიც გამოიწვია მარავალშვილიანი დედების დაფინანსების პროგრამამ, ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების პროგრამამ,რომელიც სამასი ათას ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება მერიის ხარჯებს, დავით ნიშნიანიძის თქმით, გასულ წლებთან შედარებით 180 000 ლარამდე შემცირდა წარმომადგენლობითი ხარჯები.

 

რაც შეეხება ინფრასრტუქრულ ხარჯებს, 2019წლიდან პირველი, რაც გაკეთდება, ეს იქნება რუსთაველის ხიდი, ასევე ავანგარდის დასახლებაში მეორე ზოლის რეაბილიტაცია, ტაბიძის ქუჩა, ლორთქიფანიძის ქუჩა, ასევე გაკეთდება და რეაბილიტირდება სპორტული მოედნები, ტრენაჟორები, აგრეთვე იგეგმება ცენტრალრი ბულვარის რეაბილიტაცია. სოციალური პროგრამებიდან იზრდება მრავალშვილიანი დედების დაფინასება 160 000 ლარით, ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიის დაფინასება 60 000 ლარამდე გაიზარდა.

 

რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ნიშნიანიძის თქმით, მუნიცილაპიტეტს მნიშვნელოვანი ჩარევა ამ კუთხით არ შეუძლია, თუმცა ადგილობრივი გადასახადების და სათამაშო ბიზნენის გადასახადების დიფერენციის კუთხით არის შესაძლებელი ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობა.იგულისხმება მინიმალური გადასახადების გადახდა ადგილობრივი კომპანებისთვის.მომავალი წლის ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს ბაგა-ბაღის აღმზრდელების,პედაგოგების მწვრთნელებსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლების ხელფასების ზრდაs.ქუთაისის მუნიციპალიტეტის თავჯსდომარის მოადგილის ირაკლი შენგელია თქმით აღნიშნული ბიუჯეტის პროგრამა მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობს,რადგან წინა ერთი თის განმავლობაში იყო აქტიური განხილვები საზოგადოებასთან,მათ შორის იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,სადაც მოსახლეობას ფორუმის ფორმატში ჰქონდა საშუალება, განეხილა თითოეული მიმართულება.

 

ლიკა კაკუშაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1274
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია