დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ალბერტინას მუზეუმის დირექტორი: ფიროსმანი აღმოსავლური ავანგარდის განუყოფელი ნაწილია
2018/12/24 09:56:05

ვენაში, ალბერტინას მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის გამოფენას ვიდეო მიუძღვნა. როგორც ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა, ეს გამოფენა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ნიკო ფიროსმანი ჩვენი ქვეყნის ელჩი იყოს.


გადაცემაში ექსკლუზიურად აჩვენეს მუზეუმის დირექტორის კლაუს ალბრეხტ შრიოდერის კომენტარიც. მისი განცხადებით, ნიკო ფიროსმანის გამოფენა მუზეუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რაც კი მოუწყვია:

 

"არა იმიტომ, რომ ფიროსმანი ამდენად ცნობილი სახელია, პირიქით, ის ჩვენთვის აღმოჩენაა, განსაკუთრებით აქ დასავლეთ ევროპაში, სადაც საკმაოდ ცუდად ვიცნობთ მის სახელს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ნამუშევრებზე. ამის მიუხედავად, რუსული ავანგარდი შაგალითა და მალევიჩით წარმოუდგენელია ნიკო ფიროსმანის გარეშე. როგორც ანრი რუსოა განუყოფელი მატისის, პიკასოსა და მთლიანად დასავლური ავანგარდისგან, ზუსტად იგივე ადგილი უჭირავს ფიროსმანს აღმოსავლეთ ავანგარდში.

 

ის თვითნასწავლი მხატვარი იყო. ის დაიბადა 1862 წელს და გარდაიცვალა პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, უკიდურეს სიღარიბეში უსახლკაროდ და მისი საფლავიც კი დაკარგულია. ამ რეტროსპექტივაში ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა ის განუზომელი ძალა და მიგნებები, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის თვითნასწავლმა მხატვრებმა შეუქმნეს ავანგარდის უდიდეს არტისტებსა და თანამედროვე ხელოვნების დიდ სახელებს.

 

ნიკო ფიროსმანის სამყარო არის საუკუნის დასაწყისის საქართველო, სადაც ასახულია ცხოველები, ფანტაზიები, სურვილები, ღარიბი და მდიდარი ადამიანები, რომელთაც ხვდებოდა ქუჩაში. ის არააკადემიური და პრიმიტიული გზა, რითიც ის მათ გამოსახავდა აქტუალურს ხდის მას მოდერნიზმისთვისაც. 200 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა ეს გამოფენა პირველ ორ კვირაში და კიდევ 400 000 ადამიანზე მეტი აღმოაჩენს ფიროსმანს როგორც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ პიონერს.

 

მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი მუზეუმის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, რათა გამოფინოს არა მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი არტისტები და მათი ნამუშევრები, არამედ ისინიც, რომელთა სახელებიც უსამართლოდ არის მოქცეული ჩრდილქვეშ", - განაცხადა ალბერტინას მუზეუმის დირექტორმა, კლაუს ალბრეხტ შრიოდერმა.

 

NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds” - ამ სახელწოდებით ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ხილვა, ალბერტინას მუზეუმში 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდეა შესაძლებელი.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

 

ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა მხატვრის გარდაცვალების მე-100 წლისთავს ეძღვნება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1216
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია