19 დეკემბერს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ, ნიდერლანდების მეფეს ვილემ ალექსანდერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა მეფესთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ნიდერლანდების მეფემ წარმატება უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.