საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი განხორციელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/12/12 10:37:00

საქართველოში სამთო ტურიზმისა  და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტს ხელი მოეწერა


მთის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევროპული პროექტისმწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ დასაწყებად, რომელიც საქართველოში სამთო ტურიზმისა  და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად.


ერთობლივი პროექტი 4 წლიანია, 2019 წელს დაიწყება და ზემო სვანეთის, რაჭა - ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის განვითარებას შეუწყობს ხელს.


სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას. შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას.


ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში პროქტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას.


შეთანხმება ხელს შეუწყობს ევროკავშირის და საქართველოს მჭიდრო თანმშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესისთვის  სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება, დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავება. 


პროექტის შემუშავება მოხდა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია