დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს ორგანული წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს.
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/12/13 10:33:35

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს ორგანული წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს.


სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისი მარიოტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმ მექანიზმების შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას.


„სახელმწიფო იწყებს მნიშვნელოვან კომპლექსურ პროგრამას ორგანული პროდუქციის წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის კუთხით, რაც პრემიერ მინისტრის მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის ინიციატივის ნაწილია. აქამდე იყო ფრაგმენტული დახმარებები ფერმერული მეურნეობებისთვის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან. ეს არის ბაზა, რომელზეც უნდა ავაშენოთ უფრო ფართომასშტაბიანი მსხვილი პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია. ეს გულისხმობს, როგორც კონკრეტულ თანადაფინანსებას პირველადი თუ გადამმუშავებელი მწარმოებლებისთვის და საგადასახადო შეღავათებს, ისე სერტიფიცირების პროცესსა და ცოდნაში დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დიზაინში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ასოციაციები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ორგანული მეურნეობების წახალისების კუთხით, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიოწარმოების მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის ათვისება ორმაგად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნა  წლიდან წლამდე იზრდება.


შეხვედრაში მონაწილეობა ბიომწარმოებლებმა, ბიოსერტიფიცირების გამცემმა ორგანიზაციებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.


ახალი პროექტი „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1100
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია