დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტმა საქართველოდან, მაია მამულაშვილმა, მსოფლიო აგრო ჟურნალისტთა ფედერაციის ჯილდო მიიღო
2018/11/27 22:36:00

მაია მამულაშვილი იმ სამ საერთაშორისო ჟურნალისტთა შორისაა, რომელიც მსოფლიო აგრო ჟურნალისტთა ფედერაციის ( IFAJ ) მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა.   IFAJ -ის ჯილდო Caterpillar Development Bursary- ის მეშვეობით სპეციალური საერთაშორისო პროექტების  განხორციელებისათვის გაიცემა.


პროგრამა  სოფლის მეურნეობის სფეროს ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ  საზღვრებს გარეთ არსებული მდგომარეობა საერთაშორისო პერსპექტივებზე დაყრდნობით და ხელი შეუწყონ IFAJ- ის გლობალური განვითარების მიზნებს, რომელთა შორისაა ახალგაზრდა აგრო მედიის სექტორის პროფესიული განვითარება და პრესის თავისუფლება.

 

„რამდენიმე ათეულ წინადადებას შორის  გამოვარჩიეთ სამი ჟურნალისტის  საუკეთესო  პროექტი, რომელთაც ფართოდ და შემოქმედებითად მოახდინეს აგრო ჟურნალისტიკის მიმართულებების საჭიროებებისა და პერსპექტივის დემონსტრირება. სწორედ ამ პროექტის მეშვეობით ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ გააფართოვონ თავიანთი საზღვრები,“ – აღნიშნა სტივ ვერბლოუმ, მსოფლიო აგრო ჟურნალისტთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა.

 

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა  ოლივია კუპერი, დიდი ბრიტანეთიდან თემით,  საუკეთესო პრაქტიკის განვითარება და გაძლიერება  ფერმერებს, მედიასა და აუდიტორიას შორის.  პულაკ გატაკი,  ბანგლადეშიდან თემით, როგორია რელიგიასა და ტრადიციებზე დაფუძნებული კანონმდებლობის გავლენა და ეფექტები აზიაში მომუშავე ქალ ფერმერებზე და  მაია მამულაშვილი, რომელიც მედია გამოცემა „კახეთის ხმას“  ხელმძღვანელობს და  საქართველოში აგრო ჟურნალისტთა ასოციაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია. ის  სპეციალურ კვლევით პროექტს განახორციელებს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფალი მედიის პრინციპებსა და სასოფლო ჟურნალისტიკის საუკეთესო ტრადიციებს შეისწავლის.

 

კვლევის მიზანია  თავისუფალი პრესის პრინციპების და მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე  აგრო ჟურნალისტიკის დარგის განვითარების ტენდენციების შესწავლა ტრადიციული აგრარული სახელმწიფოს მაგალითზე, რომელსაც შეუძლია თავისი სტანდარტებისა და პროფესიული უნარების ტრანზაქცია  ინდუსტრიული განვითარების პროცესში მყოფ ქვეყნებში მოქმედი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის.

 

„ისტორიულად საქართველო აგრარული ქვეყანაა, სადაც ტრადიციული მეურნეობებია ფესვგადგმული, თუმცა დარგის განვითარების დინამიკა არც თუ ისე ეფექტურია. ვხედავთ, რომ ძირითადი პრობლემა ფერმერთა ცოდნისა და  ინფორმაციის  ნაკლებობაა.  ამ ფონზე საყურადღებოა, რომ ქვეყანაში აგრო ჟურნალისტიკა სრულიად ახალი დარგია. ეს უახლესი მედია მიმართულებაა, რომელიც აგრო საკითხებზე მწერალ ჟურნალისტებს გულისხმობს.


იმის მიუხედევად, რომ  ამ დარგში არსებული საკითხების გაშუქებისათვის  ასობით ჟურნალისტი მუშაობს, თავად ჟურნალისტებიც და მედია განიცდის პროფესიული უნარების დიდ დეფიციტს. სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებას ემსახურებოდა ჩემ მიერ შეთავაზებული კვლევითი პროექტი, რომელიც გამარჯვებულთა შორისაა,“ – განუცხადა მაია მამულაშვილმა agromedia.ge-ს.  


კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ქართული და საერთაშორისო  მედიის წარმომადგენლებისათვის.

 

 

აგრო ჟურნალისტთა ფედერაცია ( IFAJ )  მსოფლიო მასშტაბით 50 ქვეყნის ჟურნალისტურ ორგანიზაციას და 5000 ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს. ფედერაციის საერთაშორისო ჟიურის მიერ მიღებული გადაწვეტილების შესახებ ინფორმაცია მსოფლიო აგრო ჟურნალისტთა ფედერაციის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

მედიასახლი "პოსტსკრიპყუმი" ულოცავს ჩვენს კოლეგას, მაია მამულაშვილს ამ დიდ წარმატებას და ჯილდოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია