დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ ოლიმპიადაზე Bocuse d'Or წარდგება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/12/02 19:39:38

 საქართველო 2019 წლის 25-30 იანვარს მსოფლიო გასტრონომიულ ოლიმპიადაზე Bocuse d'Or წარდგება, რომელიც გამოფენის Sirha ფარგლებში გაიმართება.


„Bocuse d'Or “ კულინარიის ოლიმპიური ჩემპიონატია, რომელიც დაფუძნდა 1987 წელს. შეჯიბრება ტარდება ორ წელიწადში ერთხელ და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების გასტრონომიის წარმოჩენას.

 

ჩემპიონატში Bocuse d'Or გამარჯვება გასტრონომიულ სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.

 

ჩემპიონატი 2019 წლის 25-30 იანვარს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაიმართება, რომელზეც საქართველოს კულინარიის ფედერაცია წარმოდგენილი იქნება ეროვნული გასტრონომიული კუთხით, რაც გულისხმობს ქართული პროდუქტების, ქართული სამზარეულოსა და სასმელის პოპულარიზაციას, ქართული კულინარიის,როგორც ბრენდის წარმოჩენას და დამკვიდრებას გასტრონომიული სამყაროს ელიტარულ წრეებში. 


პროექტი ხორციელდება , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო / LEPL National Wine Agency of Georgia-სა და საქპატენტი • Sakpatenti-ის მხარდაჭერით. კულინარიის ფედერაციისა და გასტრონავტი • Gastronaut-ის ორგანიზებით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია