დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე თავდამსხმელი ორი პირი სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/12/01 23:08:15

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე იმსჯელა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.


ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ამჯერად სასამართლომ ამ სამი პირის შესახებ იმსჯელა. ამ დროისთვის, სამივე მათგანი გათავისუფლებულია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძემ დავით ბაიდარაშვილსა და გიორგი კერვალიშვილს ადმინისტრაციული ჯარიმა – 700-700 ლარი დააკისრა, დავით მაჭავარიანის საქმის განხილვა კი გადაიდო. მის საქმეზე პოლიციას დამატებითი მტკიცებულებების მიტანა დაევალა.

 

სამივე მათგანი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს და უარყოფს გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას, რომლის თანახმადაც ისინი სპეციალურად იყვნენ აეროპორტში, რათა თაკო ჩარკვიანისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. ამასთან, მათივე თქმით, პირველად ფიზიკურად მათ თაკო ჩარკვიანის თანმხლები პირი შეეხოთ.

 

შეგახსენებთ, რომ პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, დღეს მასა და მის მეუღლეს ქუთაისის აეროპორტში, პოლიტიკურ ნიადაგზე, თავს დაესხნენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია