საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო არჩევნები 2018
ბიძინა ივანიშვილი:"გაჩვენებთ, რომ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში“
2018/11/28 21:06:19

ბიძინა ივანიშვილმა მხარდაჭერისთვის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი განცხადება ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.


„პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც ამ არჩევნებზე მოხდა, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება.

 

პირველ რიგში, ამომრჩეველმა, გააცნობიერა საკუთარი ძალა და კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები. მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ… ძალიან დიდ მადლობა საზოგადოებას ასეთი შეგრძნებისთვის, დანარჩენი ალბათ ჩემზეა და რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ. გაჩვენებთ, რომ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 70
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია