საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში, "ტორპედოს" სტადიონთან "მშვიდობის ბურთი"-ს მონუმენტი დაიდგა
2018/11/19 17:53:00

ქუთაისში ტორპედოს სტადიონთან ,,მშვიდობის მოედანზე,, დაიდგა  პირველად მსოფლიოში ,,მშვიდობის ბურთის,, მონუმენტი, რომლის იდეის ავტორი ბესიკ ადამიაა.

 

მისი თქმით:  „ ცენტრალური ქუჩის მხრიდან ერთ თეთრ სეგმენტში სიტყვებიც წარმოვაჩინეთ, ამით მოიხსნა პარიზის მშვიდობის კედელის რეკორდი, რომელზეც მშვიდობა 49 ენაზე წერია, ქართულის გარდა (კავკასიურიდან მხოლოდ სომხურად).

 

რეალობაში კარგი ხედი აქვს, მშვიდობის ბურთზე მშვიდობა წერია პარიზის მშვიდობის კედლის 49 ენას პლიუს ქართულ, აფხაზურ და ოსურ, ჩრდილოეთ კავკასიურ, გაეროს, და რიგ საინტერესო ანბანის მქონე ენებზე, რომლებიც განლაგებულია დიდი ფორმატის ქართული მშვიდობას ქვემოთ, ისინი იწყება ებრაულ ენის სიტყვა მშვიდობით.

 

ვიცი, იქნება კითხვები, მაგრამ მჯერა, ქართული საზოგადოება დადებითად შეაფასებს ,,მშვიდობის ბურთს და ის საამაყო იქნება არა მხოლოდ ხელისუფლებისათვის, არამედ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველებისათვის „-აღნიშნავს ბესიკ ადამია.

 

"მშვიდობის ბურთის" მონუმენტისთვის 16500ლარი დაიხარჯაქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 90
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია