ქუთაისში საარჩევნო უბნები, როგორც 59-ე საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა, დილის 7 საათზე გაიხსნა. კენჭის ყრის პროცედურა კი 8 საათზე დაიწყო.
ოსეფაიშვილის განცხადებით, რამდნიმე უბანზე კომისიის წევრებს დააგვიანდათ, თუმცა კენჭისყრის პროცედურის დაწყებისთვის ამას ხელი არ შეუშლია. აღსანიშნია, რომ პირველ ტურთან შედარებით, მე-2 ტურში გაზრდილია ამომრჩეველთა რაოდენობა 230 ამომრჩევლით და შეადგენს 156 ათას 281 ამომრჩეველს.
საოლქო კომისიის ინფორმაციით ასევე გაზრდილია გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რაოდენობაც და 2192-ს შეადგენს. რაიმე ესცესს ამ დროისთვის ადგილი არ ქონია.