დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კომპანია m²-მა ზესტაფონში სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ გახსნა (R)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/24 22:14:15



კომპანიამ m² უძრავი ქონებ ზესტაფონში სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ გახსნა.


პროექტის იდეა სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობას უკავშირდება.


კოლეჯი პირველია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც კერძო და სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდა. კოლეჯი წლის განმავლობაში სამშენებლო მიმართულებით 600 კადრს გადაამზადებს. მთლიანი კურსის გავლა არის უფასო და შერჩეული აპლიკანტები სწავლის განმავლობაში კოლეჯში იცხოვრებენ. საერთო საცხოვრებლის გამო კოლეჯი არ არის რეგიონალური და ის ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებულ ადამიანს მომსახურება. აღსანიშნავია, რომ სწავლის მსურველთა ასაკი შეუზღუდავია და ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია განათლების მიღება.


შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და გარდა სასწავლო კაბინეტებისა, სტუდენტებისთვის  მოწყობილია სპორტული დარბაზი.


 ღონისძიებას „m²-ის“, „ბკ ქონსთრაქშენის“, ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.


11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს ყოველწლიურად. პროექტის ფარგლებში კოლეჯი 50- მდე აკადემიურ და 30 - მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს.


კოლეჯის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღბა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ. მისი თქმით, კომპანია პროფესიონალი კადრების გადამზადებას უზრუნველყოფს.


„“m2 -მა დაასრულა სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“ მშენებლობა. კოლეჯი გამიზნულია პროფესიონალი კადრების მომზადებაზე.


სამშენებლო კოლეჯი პირველ ნაკადს 2019 წლიდან  მიიღებს. სამშენებლო მიმართულებით  11 სერთიფიცირებული და 2 სახელმწიფო პროგრამა გვაქვს.  m2 -ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებით სამშენებლო სფეროს განვითარების გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. კოლეჯი ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.


ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენთან მოსულმა ადამიანებმა უმაღლესი სტანდარტის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალად იქცნენ. გვჯერა, რომ ძალიან მალე კოლეჯი საერთაშორისო მნიშვნელობის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია სამშენებლო სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის და ამასთან,  დროული და საჭირო ნაბიჯი სფეროს განვითრებისთვის ქვეყანაში“ - განაცხადა  ირაკლი ბურდილაძემ.


„m²-ის“ სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი განმარტავს, რომ „m²“ ორი წლის განმავლობაში მის ობიექტებზე დაახლოებით 2 5000 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს და შესაბამისად, გადამზადებული კადრები მათ ობიექტებზე დასაქმდებიან, რაც  ხარისხიანი მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.


“კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონების” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.


გახსნის ცერემონილას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და და განათლების მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე დაესწრნენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ   სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა შედგა და არის საუკეთესო მაგალითი კერძო და საჯარო  პარტნიორობის. მათი თქმით, მსგავსი პროექტი არ იქნება ერთადერთი  და მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

                                                                                                                           

                                                                                                                                                                    

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია