საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში რიონისპირა სახლების და დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის რეაბილიტაციის პროცესს იწყებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/20 12:40:00

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში რიონისპირა სახლების და დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის რეაბილიტაციის პროცესს იწყებს.


ამის შესახებ თავად ფონდმა გააკეთა უკვე განცხადება. ტენდერის საპროექტო სამუშაოების შეძენის შესახებ მუნიციპლაური განვითარების ფონდი მალე გამოაცხადებს, რომლის დასრულებისთანავე, გამოცხადდება მეორე ტენდერი სამუშაოების დაწყების პროცესზე.

 

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, რაც შეეხება საპროექტო დოკუმენტაციისთვის საჭირო თანხებს, ამას თავად ფონდი გაიღებს. შესაბამისად, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში, როომელიც უკვე შევიდა საკრებულოში განსახილველად ამ ეტაპზე ვერ აისახებოდა საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო თანხები.

 

ქუთაისს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია სტუმრობდა. მან ქალაქის მერ გიორგი ჭიღვარიასა და იმერეთის გუბერნატორ, შავლეგო ტაბატაძესთან ერთად დაათვალიერა სარეაბილიტაციო სახლები და განაცხადა, რომ რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყება. მანამდე კი, 2019 წელს ფონდი სამუშაოების პროექტირებაზე იმუშავებს. ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში  პროექტი სრულ სახეს მიიღებს. 

 

 გიორგი შენგელიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი, სადაც ტურისტების დიდი ინტერესია ყოველწლიურად, იყოს მოწესრიგებული.

 

"მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2019 წელს დაგეგმილია რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის  საპროექტო სამუშაოების განხორციელება.  ისტორიულ ნაწილში აღდგება სახლები, მოხდება რეაბილიტაცია, მოწესრიგდება კაპალოტი, მოეწყობა სანიაღვრეები, ბილიკები, განათდება და სრულიად ახალ სახელს შეიძენს უბანი და ახლა სიცოცხლეს შემოიტანს ქალაქისთვის, შეკრავს მთლიანად ტურისტულ მარშრუტს.  ქუთაისი ერთ-ერთი მასპინძელია ვიზიტორების, რომლებიც აქ ჩამოდიან აეროპორტიდან გამომდინარე და ნაწილდებიან სხვადასხვა რეგიონებში, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადგილი, სადაც შეხება ხდება ტურისტული ნაკადების,  მოწესრიგდეს. თანხები განისაზღვრება საპროექტო სამუშაოების შემდეგ, სავარაუდოდ, საუბარი რამდენიმე ათეულ მილიონზეა. რადგან საკმაოდ დიდ უბანს ვეხებით, სახლებში, სადაც შესაძლებელია მშენებლობის დროს  მოსახლეობის დატოვება, დარჩება,  თუ არა მოხდება გაყვანა", -განაცხადა გიორგი შენგელიამ. 

 

შეგახსენებთ, რომ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის ინიციატივა გახლდათ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება და ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, რამდენიმე თვის უკან წარუდგინა მუნიციპალური განვითარების ფონდს, საიდანაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღო. ამის შემდეგ კი დაიწყო შესაბამისი სამუშაოები სატენდერო პირობების მოსამზადებლად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 100
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია