დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერი: “ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება“
2018/11/19 22:55:57

“ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ბახტაძის თქმით, ამ კატეგორიაში შედიან სოციალურ დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები.

 

“თითქმის 700 000 მოქალაქე იმყოფება “შავ სიაში” და მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას. რთული მოლაპარაკებების შედეგად, როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს 100-ობით 1000 ოჯახს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”, რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა. “შავ სიაში” დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს, საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს მილიარდნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდებათ ჩვენს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედიან სოციალურ დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. 6000 მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და  ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია