დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და USAID-ის მისიის დირექტორი იმერეთის აგრობიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/19 15:59:38

 აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს ვილსონი,USAID-ის მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნიდარ კერესელიძე იმერეთში აგრობიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროექტისპრეზენტაცია გამართეს.

 

USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამა მობილიზებას გაუწევს USAID-ის პარტნიორ წამყვან აგრობიზნესებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას დამწყებ კონპანიებს გაუზიარებენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია 3000 სამუშაო ადგილის შექნმა.აგრობიზნესის გაყიდვების 60მილიონი დოლარით გაზრდა და 7მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

 

USAID-ის ახალი პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და აგრობიზნესის ხელმძღვანელობასთან,რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1223
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია