დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
სასამართლომაც დაადასტურა, რომ საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურები 24:00 საათამდე გაგრძელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/18 10:32:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის  (ცესკოგადაწყვეტილებასაზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.


შეგახსენებთ, რომ რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებითცესკომ მიიღო გადაწყვეტილებარომელიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას, ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებითკონკრეტულადსაზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროითარჩევნების დღის 24:00 საათამდე.


თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა „საერთაშორისიო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და

 „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და მოითხოვეს ცესკოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების 

(ცესკოს 2018 წლის 14 ნოემბრის №53/2018დადგენილებაბათილობა.


პროცესი გაიმართა 17 ნოემბერს, 13:00 საათზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია