დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტი
ლაშა ტალახაძემ აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ორი რეკორდი დაამყარა
2018/11/10 03:27:00

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.


ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და 2 რეკორდიც დაამყარა. პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა პირველ მისვლაზე 207 კგ. დაძლია, მეორე მისვლაზე აწეული 212 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ხოლო ორიოდ წუთში საკუთარი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა და 217 კილოგრამი აიტაცა.

 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი თურმანიძემაც სამივე ცდა (195, 200, 203) ბრწყინვალედ შეასრულა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია