დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სალომე ზურაბიშვილი ატოცში ჩავიდა - მომავალმა პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს, რომ ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს (R)
2018/11/08 02:11:00

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში  ჩავიდა.


სალომე ზურაბიშვილი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

 

„ეს არის ის, რაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკვილია დღეს, რაზედაც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, რათა ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელსაც არ შეუძლია მშვიდად იცხოვროს, არ აქვს პირობები, რათა მშვიდად იმუშაოს. პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი, უნდა ზრუნავდეს საზღვარზე და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, რუსმა სამხედროებმა ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბოძების მონტაჟს ღობის გაბმა მოჰყვება. ორი დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა რკინის ბოძები 500 მეტრზე მეტ მანძილზე დაამონტაჟეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია