საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იაპონელი სომელიეები და ჟურნალისტები ქართულ ღვინოს ეცნობიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/07 10:16:23

 

 

საქართველოს იაპონელი ღვინის მაგისტრი, კენიჩიოჰაში ეწვია, რომელსაც თან იმპორტიორების, სომელიეებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ახლავს.სტუმრებს შორისაა იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ჰიროშიიშიდა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, სტუმრები  20-ზე მეტ ღვინის საწარმოსა და საოჯახო მარანს იმერეთში, ქართლსა და კახეთში მოინახულებენ. პროგრამა ასევე მოიცავდა დეგუსტაციას, ე.წ. Speed Tasting-ს, რომელიც თბილისში გაიმართა და  რომლის ფარგლებშიც 30-მდე ქართულ ღვინის კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია  იაპონელი სტუმრებისთვის წარედგინა.


კენიჩიოჰაში ერთადერთი  ღვინის მაგისტრია იაპონიაში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „RedBridge“-ს ხელმძღვანელობს.


კენიჩიოჰაშის განცხადებით, საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს  ქართული ღვინის ახალი იმპორტიორების მოძიებას და ქართული ღვინის იმპორტის გაზრდას იაპონიაში.


უკვე მეორე წელია, რაც ჟურნალისტები ჩვენს ბაზარს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.იაპონიას მსოფლიოში ყველაზე მეტი სომელიე ჰყავს. ამჟამად ჩვენთან ერთად არის იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პირველი სომელიე იაპონიის და მსოფლიოს მასშტაბით მესამე. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ, ის დაწერს ქართული ღვინის შესახებ. ასევე აქ არის ორი გავლენიანი ჟურნალისტი. ამ ტურის შემდეგ, ისინი დაწერენ თავიანთი გამოცდილების შესახებ საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გავლენას მოახდენს იაპონიის ბაზრის მომხმარებელზე” - აღნიშნა კენიჩიოჰაშმა.


სტუმრები საქართველოს 12 ნოემბერს დატოვებენ.იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 200 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 69
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია