დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2 დღის წინ რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე უკვე რამდენიმე ფილა აიყარა (video)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/05 15:37:16

თეთრი ხიდი რომელიც რამდენიმე გადავადების შემდეგ, 2 დღის წინ საზეიმოდ გახსნეს და რომლის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა, 2 დღეში დაზიანდა. ვიდეოინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია "მეგატივი" ავრცელებს.


ხიდის სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილას აიყარა. 

ვიდეო ნახეთ ამ ლინკზე https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=Cl17agT3yjo

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მრავალი მითქმა-მოთქმისა და ხიდის მაკეტის კრიტიკისა, საბოლოო ჯამში თეთრი ხიდი საკმაოდ ლამაზი და კრეატიული გამოვიდა. აქ გახსნის მეორე დღეს საქორწილო ცერემონიალიც კი გაიმართა. 

 

სამწუხაროა, რომ ხიდის ახალი სიცოცხლის ლამაზი დასაწყისი უარყოფითად გაგრძელდა. 

 

რამ გამოიწვია ხიდის დაზიანება და სხვა საფრთხეებსაც ხომ არ უნდა ველოდეთ, ამ და სხვა დეტალებს უფრო ვრცლად, დამატებით მოგაწვდით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1284
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია