დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო Expovina-ზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/03 22:26:16

 

 

 

მიმდინარე წლის 1-15 ნოემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, ღვინის საერთაშორისო გამოფენა Expovinaიმართება, რომელშიც  საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით პირველად მონაწილეობს. 


Expovina განსაკუთრებული ლოკაციით და ფორმატით გამოირჩევა - გამოფენა ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე. აღნიშნულ  გამოფენაზე ტრადიციულად დაახლოებით 4 ათასი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მას 65 ათასამდე ღვინის იმპორტიორიესწრება.


გამოფენას გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა დაესწრო.  მისი შეფასებით, გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით დასწრება  ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მატულობს და მსოფლიოს სულ უფრო მეტი უნდა რომ გაიგოს ქართული ღვინის შესახებ.


„წელს სამოცდამეხუთედ იმართება  ციურიხში, შვეიცარიაში საერთაშორისო გამოფენა Expovina-2018 და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ამ გამოფენის ისტორიის მანძილზე, საქართველო მონაწილეობს როგორც საპატიო სტუმარი, ცალკე პავილიონი არის მიძღვნილი ქართული ღვინოებისადმი. ჩვენი მწარმოებლები წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა კატეგორიის პრემიუმ ღვინით, მათ შორის, ქვევრის ღვინით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის- ლევან მეხუზლამ.


გამოფენის გახსნას წინ უძღვოდა საზეიმო მიღება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ისაუბრა.


საქართველოს წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე მოხდა საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ „საქპატენტი“-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით.


სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობენ ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე ღვინის კომპანია და მცირე მარანი.


საქართველოდან შვეიცარიაში მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტირებულია 20   ათასი ბოთლი ღვინო, რაც 300%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია