დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიების გამოყენების, განაშენიანების და რეგულირების ახალი წესები დაამტკიცა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/02 13:50:08

 

უთაისის საკრებულომ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ იმსჯელა. აღნიშნული დოკუმენტის მიღებით, საფუძველი ჩაეყარა გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქალაქის ზონირება, გამწვანების კოეფიციენტების გაზრდა, მშენებლობის დროს პარკირების წესების დადგენა და სხვა მრავალი. საბოლოოდ აღნიშნული დოკუმენტით ქალაქის იერსახის დაცვა მოხდება.


,,მე არაერთხელ მისაუბრია ქალაქის გენერალური განაშენიანების გეგმის არსებობის აუცილებლობაზე. რომ ის მნიშვნელოვანია რათა ქალაქმა არ დაკარგოს ისტორიული იერსახე, არ მოხდეს ქაოტური განაშენიანება და რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა მივიღოთ ქალაქში. ამ კუთხით დიდი ხანია უკვე დავიწყეთ მუშაობა, ქალაქის ტერიტორიების გამოყენების განაშენიანების და რეგულირების ახალი წესების დაამტკიცება პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია

 

მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩემი თვითმმართველობის პირობებში ქალაქში არცერთი სკვერი არ გასხვისდება და მათ ხარჯზე ქაოტური მშენებლობები არ დაიწყება. ეს არის ჩემი პირობა, რომელიც ქუთაისელებს მივეცი და ამაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

 

ქალაქის გენერალური განაშენიანების გეგმა იქნება ერთგვარი არქიტექტურული კონსტიტუცია, რომელსაც ვერცერთი თვითმმართველი ვერ დაარღვევს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გვქონდეს მოწესრიგებული, გამწვანებული და სწორად დაგეგმარებული მშენებლობები ქალაქში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია