დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კალიფორნიის შტატის სენატის უმრავლესობის (დემოკრატების) მედია კონსულტანტმა ქუთაისში შეხვედრა გამართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/31 15:56:51

 იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (Professional Fellows Program) ფარგლებში.

 

პროექტის სახელწოდებაა „ადგილობრივ თვითმმართველობებში სტრატეგიული კომუნიკაციის  გაძლიერება“ და მისი მიზანია რეგიონებში მმართველობის კომუნიკაციის ელემენტის გაძლიერება.

შესაბამისად, 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბერის ჩათვლით საქართველოს სტუმრობს ბრაიან გრინი, რომელიც არის კალიფორნიის შტატის სენატის უმრავლესობის (დემოკრატების) მედია კონსულტანტი და უზრუნველყოფს სენატორების მედიასთან ურთიერთობას. ასევე, მას აქვს დიდი გამოცდილება სხვადასხვა სახის კამპანიების დაგეგმვასა და წარმართვაში, არის ყოფილი ჟურნალისტი.გამოირჩევა სამოხალისეო საქმიანობით და მუდმივად მასპინძლობს ახალგაზრდულ პროექტებს.

 

სამუშაო პერიოდში შეხვედრები გაიმართება თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში.

 

პროექტის პარტნიორია სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია