დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენრში“, 100 პაციენტზე გათვლილი ახალი სამედიცინო კორპუსი გაიხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/31 00:19:11

ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენრში“, საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში, ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში აშენებული 2400 მ2, 100 პაციენტზე გათვლილი ახალი სამედიცინო კორპუსი გაიხსნა.

 

აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფო, (ამჟამინდელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) 1978 წლის 23 თებერვალს გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება 700–მდე პაციენტზეა გათვლილი. ამ დროოსათვის ცენტრში, მკურნალობას  600–მდე ბენეფიციარი გადის. დაწესებულებას 19,4 ჰა ფართობი უჭირავს, აქედან 25 900 მ² საერთო ფართზე შენობა-ნაგებობებია განთავსებული.

 

ცენტრი ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი რეფორმისტული ორგანიზაცია გახდა.  ამასთანავე, მოხდა შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“-სა და შპს „მკაცრი მეთვალყურეობის ქ. ფოთის რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფო“-ს გაერთიანება, რის საფუძველზეც შეიქმნა შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“.

 

 ის ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც არანებაყოფლობით და იძულებით ფსიქიატრიულ – სტაციონარულ დახმარებას უწევს ისეთი ტიპის პაციენტებს, რომლებმაც გაიარეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრში მოთავსებული არიან მკურნალობის კურსის გასავლელად.

 

 ასევე, დაწესებულება ემსახურება პენიტენციალური სისტემის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებიდან გადმოყვანილ მსჯავრდებულ პაციენტებს, არანებაყოფლობითი–სტაციონარული–ფსიქიატრიული დახმარების მკურნალობის კუთხით.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია