დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სალომე ზურაბიშვილი: "მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც, ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/30 20:58:22

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვაშაძეს და რუსეთს ქვეყანას არ დაუთმობს და მეორე ტურში ბრძოლას გააგრძელებს.

 

შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბინძური კამპანიის, ცილისწამების, ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, პირველი ადგილი პირველ ტურში.

 

„რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება, მოვხსნა კანდიდატურა და რა? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? მხარდამჭერები და თანამებროძლები მივატოვო შუა ბრძოლაში?, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გაამრთულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი განცხადებით, დღეს ორ საქართველოს შორისაა არჩევანი.

 

მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ, მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, რადგან მჯერა თქვენი, ვინც დღეს მისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის. მჯერა იმის, რომ თქვენ იცით, რა მინდა საქართველოსთვის. თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორი პარტიას შორის, დღეს არჩევანია ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო, ეს არის არჩევანი და ეს არის მეორე ტური. ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე ევროპა საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია