დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეროვნული ბანკის რეგულაციები პირველი ნოემბრიდან ძალაში აღარ შევა
2018/10/30 13:26:33

ეროვნული ბანკის რეგულაციები პირველი ნოემბრიდან ძალაში აღარ შევა, - ამის შესახებ ინფორმაციას BMG ავრცელებს.


ეს ინფორმაცია ეროვნულ ბანკში დაადასტურესმათი თქმით, ამ დროისთვის ტექნიკური საკითხების განხილვა მიმდინარეობს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება თუ როდიდან შევა საცალო დაკრედიტების ახალი ინსტრუქცია ძალაში. ამასთან, ეროვნულ ბანკში ასევე ადასტურებენ, რომ მუშაობა რეგულაციების გამარტივების კუთხითაც მიმდინარეობს. 


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან დაგეგმილი იყო ახალი რეგულაციების ძალაში შესვლა. რეგულაციები სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებდა. კერძოდ: 

1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი 
2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება 
3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი 
4. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.


წყარო: http://www.bm.ge/ka/article/erovnuli-banki-axali-regulaciebi-dzalashi-1-li-noembridan-agar-sheva-/26104?fbclid=IwAR2HLmYk4_xi3kvKeZenQWJnfa3UMeJEX91M83LMlREIuvGA9Vk0ZLlOAoI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია