დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ქონებით ტოვებს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტს
2018/10/28 21:54:48

დღეს საქართველოს მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 25 კანდიდატი იყრის კენჭს. მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. მან არჩევნებში ხმათა უმრავლესობით, 62,18%-ით გაიმარჯვა. 


„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მთავარსარდლის თანამდებობას.



2018 წლის 3 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ფლობს 4462 კვ/მ მიწის ნაკვეთს დუშეთში, რომელიც მან 2004 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. 2004 წელს 2 500 დოლარად იყიდა 200 კვ/მ ფართის სახლი დუშეთში. ასევე მის მფლობელობაშია თბილისში 165 კვ/მ ფართის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მან 2011 წელს შეიძინა; 120 კვ/მ ბინა, რომელიც 2009 წელს იყიდა. 


დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტობის პერიოდში, 2016 წელს მარგველაშვილმა დუშეთში შეიძინა 40 კვ/მ საცხოვრებელი სახლი, რაშიც 10 000 ლარი გადაიხადა. პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას სახელზე 70 კვ/მ ფართის ბინა თბილისში, რომელიც მან 2002 წელს შეიძინა.



ასევე, დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს პრეზიდენტის პოსტზე 82 800 ლარის შემოსავალი მიიღო. დეკლარაციის შევსებისას მას სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 6 695 ლარი. 

 

wyaro: https://bpn.ge/finansebi/49983-ra-qonebith-tovebs-giorgi-margvelashvili-prezidentis-posts.html?lang=ka-GE

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია