დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დედამ საარჩევნო სიაში გარდაცვლილი შვილის ფოტო აღმოაჩინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/28 13:52:18

 

ქუთაისში 118- საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა თამარ ლომსაძემ სიაში ხუთი წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა.


მისი თქმით, როცა სიაში საკუთარ თავს ეძებდა, მოულოდნელად შვილის ფოტო დაინახა და კომისიას მაშინვე ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა.


თამარ ლომსაძემ მოითხოვა, რომ  გაუქმდეს მისი შვილის ბიულეტინი. მისივე განმარტებით, გარდაცვლილი ბიჭი კედლის სიაში არ ფიქსირდება, თუმცა დავით ლომსაძის სახელი და გვარი სამაგიდო სიაში არის.


კომისიის თავმჯდომარემ განუმარტა ამომრჩეველს, რომ, მან ცესკოს უნდა მიმართოს, რადგან ფაქტზე რეაგირება მათ კომპეტენციაში არ შედის

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია