საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი კობახიძე: ხმა მივეცი დღეს დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს
2018/10/28 12:45:25


„ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას,  განვითარებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ყველამ თუ სად იყო ამ არჩევნებში,  საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა და ჩვენ, რა თქმა უნდა,   არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ   განუცხადა. ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად,  ვაკის ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

 

კითხვაზე - მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, მაღალია ალბათბაა იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დღესვე დასრულდეს.

 

„ჩვენ ვსაუბრობდით წინასწარ შედეგებზე, კვლევის შედეგებზე, რომელიც აჩვენებს, რომ არის ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ დღესვე დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა არის ასევე ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს მეორე ტურის ჩატარება. ყველაფერი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის აქტიურობაზე. ასეთია დღევანდელი სურათი”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

„ ეს არის დემოკრატია. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიღებთ ყოველ მეორე ხმას რეგულარულად არჩევნებში. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ 49%-ი, თვითმმართველობის არჩევნებში 54%-ი, რაც არის ნორმალური მოვლენა დემოკრატიულ სისტემაში, როდესაც იღებს მმართველი პარტია, მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ყოველ მეორე ხმას ამომრჩევლისგან და ამ შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე შედეგს ველოდებით. შესაბამისად, არსებობს ალბათობა იმისა, რომ შეიძლება შედგეს მეორე ტური, თუმცა, ასევე, მაღალია იმის ალბათობა, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე შეფასებით, არსებითი დარღვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

 

“ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საარჩევნო პროცესს. რაიმე არსებითი დარღვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, რომ ასეთივე რეჟიმში გაგრძელდება ეს საარჩევნო პროცესი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია