დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ოღასკურა"-ს პროექტი ითვალისწინებდა საყრდენი კედლის არსებობას და არა მდინარის დაბეტონებას" - აცხადებს საკრებულოს ყოფილი წევრი ნატო ქათამაძე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/26 16:39:19

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს წინა მოწვევის წევრმა, ნატო ქათამაძემ პრესკონფერენცია გამართა,საუბარი ეხებოდა მდინარე "ოღასკურას" 2016 წლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს,რომელიც საქმის მწარმოებელმა კომპანიამ, ქუთაისის მერიის თანხმობითა და ზედამხედველობით განახორციელა.

 

მისი განმარტებით,აღნიშნული პროექტი და შესრულებული სამუშაოები ერთმანეთს არ ემთხვევა. "სამი კითხვა მაქვს მერიის წარმომადგენლებთან. შეიცვალა თუ არა 2016 წელს გაკეთებული პროექტი. თუ შეიცვალა,რა გახდა მიზეზი ამ ცვლილების, რატომ მოხდა 30 ათას ლარიანი პროექტის შეცვლა. რა არ იყო ისეთი ამაში, რაც ახალ პროექტშია წარმოდგენილი და თუ შეიცვალა, რატომ არის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების არასწორი ფორმულირება და რატომ მოხდა დაბეტონება.

 

 

ამ კითხვაზე მიღებული პასუხებით გამოჩნდება, სად არის სიმართლე. 2016 წლის პროექტი ითვალისწინებდა საყრდენი კედლის არსებობას და არა მდინარის დაბეტონებას. ჩვენ გვაქვს მდინარე ვერეს მაგალითი, თუ რა შედეგი მოიტანა მისმა არასწორად დაგეგმარებამ. ისეთი მდინარის დაბეტონება, როგორიც ოღასკურაა, დაუშვებელია. აქ არ არის საუბარი ბეტონის სისქესა და ხარისხზე, აქ საქმე ეკოლოგიურ პრობლემას ეხება, " - განმარტავს ნატო ქათამაძე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ,რომ 2016წლის პროექტმა მოითხოვა სასიკეთო ცვლილება და სამუშაოები სწორედ ამ ახალი პროექტით მიმდინარეობს. პროექტის ცვლილებაში მერიას თანხა არ დაგაუხდია.

 

შეგახსენებთ, მდინარე ოღასკურას ფსკერის დაბეტონება მოხდა,რამაც აზრთა სხვადასვაობა გამოიწვია.

 

ლიკა კაკუშაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია