საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენრში ახალი სამედიცინო კორპუსი იხსნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/25 18:16:29

 

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე,  "ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენრში“ (ხონი, ქუტირი) საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში, ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში აშენებული 2400 2, 100 პაციენტზე გათვლილი ახალი სამედიცინო კორპუსის გახსნა შედგება.


აკად. . ნანეიშვილის სახელობის ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფო, (ამჟამინდელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) 1978 წლის 23 თებერვალს გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება 700–მდე პაციენტზეა გათვლილი. ამ დროოსათვის ცენტრში, მკურნალობას  600–მდე ბენეფიციარი გადის. დაწესებულებას 19,4 ჰა ფართობი უჭირავს, აქედან 25 900 ² საერთო ფართზე შენობა-ნაგებობებია განთავსებული.


 ცენტრი ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი რეფორმისტული ორგანიზაცია გახდა.  ამასთანავე, მოხდა შპსაკად. . ნანეიშვილის სახელობის ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“-სა და შპსმკაცრი მეთვალყურეობის . ფოთის რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფო“- გაერთიანება, რის საფუძველზეც შეიქმნა შპსაკად. . ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“.


ის ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც არანებაყოფლობით და იძულებით ფსიქიატრიულსტაციონარულ დახმარებას უწევს ისეთი ტიპის პაციენტებს, რომლებმაც გაიარეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრში მოთავსებული არიან მკურნალობის კურსის გასავლელად.


ასევე, დაწესებულება ემსახურება პენიტენციალური სისტემის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებიდან გადმოყვანილ მსჯავრდებულ პაციენტებს, არანებაყოფლობითისტაციონარულიფსიქიატრიული დახმარების მკურნალობის კუთხით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 82
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია