დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"მიგრაციის ცენტრი" რეგიონის ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს, საქართველოში მყოფი უცხოელების ინტეგრაციის თემაზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/23 12:19:04

 

ა/ო „მიგრაციის ცენტრი“ აცხადებს კონკურსს  იმერეთის და კახეთის რეგიონების ონლაინ, ბეჭდური  და სატელევიზიო მედია საშუალებების ჟურნალისტებისთვის

საქართველოში მყოფი უცხოელების ინტეგრაციის თემაზე”ვიაროთ ერთად /Step together“.

 

კონკურსის მიზანია ადგილობრივი ჟურნალისტების ინტერესის ზრდა  ქვეყანაში უცხოელთა ინტეგრაციის საკითხებისადმი:

·         სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება;

·         რეგიონის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება;

·         ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება;

·         საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების შემცირება.


კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული მედია მასალა შემდეგ კატეგორიებში:

  • სტატია (ბეჭდური ან ონლაინ მედიით გასული სტატია)
  • სატელევიზიო, რადიო მასალა (აუდიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა)
  • ბლოგი, მულტიმედია, ვიდეო მასალა (ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო, ანიმაცია ან სხვა ტიპის მულტიმედია მასალა)

 

 

 

საკონკურსო მასალა უნდა გამოქვეყნდეს  2018  წლის  5 დეკემბრამდე რომელიმე  ბეჭდვით ან ელექტრონულ  მედიასა ან ტელე-რადიო სივრცეში.

 

გამოქვეყნებული მასალის ბმულები უნდა გადმოიგზავნოს არა უგვიანეს 10 დეკემბრისა

ელექტრონულ მისამართზე: migrationcentergeorgia@gmail.com

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ასევე  ნებისმიერ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს,  რომელმაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოაქვეყნა საქართველოში რეგისტრირებულ მედია-საშუალებაში ან ინტერნეტ სივრცეში.



კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრიზები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

()იპ „მიგრაციის ცენტრი“ 
(N)NLE "Migration Center"  

Email: migrationcentergeorgia@gmail.com
Tel: (+995 032)  2 220130
Mob:
(+995) 599 976318 /571031036

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია