საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სომელიეს ჩემპიონატი
პირველად საქართველოს ისტორიაში საუკეთესო სომელიეს ტიტული თამაზ თამაზაშვილმა მოიპოვა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2018/10/22 01:00:19

 

საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „ღვინობის თვის“ ფარგლებში, 20-21 ოქტომბერს, საქართველოში პირველად გაიმართა კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე - 2018“.

 

კონკურსში მონაწილეობდნენ ის პროფესიონალი სომელიეები, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი.

 

კონკურსს ჰყავდა მაღალკვალიფიციური ჟიური, მათ შორის - უცხოური, ხოლო თავმჯდომარე იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, “მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელი, ბატონი შალვა ხეცურიანი.

 

20 ოქტომბერს შედგა ფინალისტების შესარჩევი ტური, რომლის შედეგადაც 10 სომელიედან ფინალში გადავიდა - სამი: თამაზ თამაზაშვილი, კობა აბრამიშვილი და ჯაბა ძიმისტარიშვილი.  ხოლო ფინალი გაიმართა 21 ოქტომბერს Republic Event Hall-ში, სადაც გამოვლინდა  2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე - თამაზ თამაზაშვილი.


 შუაში - პირველი ქართველი ჩემპიონი სომელიე თამაზ თამაზაშვილი;

მარცხნივ - ფინალისტი სომელიე კობა აბრამიშვილი, მარჯვნივ - ფინალისტი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი

 

გამარჯვებულს გადაეცა  “საქართველოს საუკეთესო სომელიე“-ს  თასი. ასევე - სხვადასხვა ღვინის მწარმოებლის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები დასაჩუქრები.

 

2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე მომავალი წლის მარტში გაემგზავრება ბელგიაში, სადაც საქართველოს სახელით იასპარეზებს კონკურსში “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე - 2019”.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია