დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს იმერეთში ორწიფობა, იგივე მოწამეთობა აღინიშნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/15 13:32:43

დღეს იმერეთში, ორწიფობა, იგივე მოწამეთობა, სახალხო-რელიგიური დღესასწაული აღინიშნება, რომელიც ყოველწლიურად მოწამეთის მონასტერში იმართება.

 

15 ოქტომბერი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული არგვეთის მთავარების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღეა.

 

გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

 

ორწიფობის ტრადიცია სათავეს XVIII საუკუნიდან იღებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1352
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია