საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სამუშაოს მაძიებლებისათვის გადამზადების პროგრამის ახალი ეტაპი იწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/09 11:50:44


სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა დაკვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს.პროგრამა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას ითვალისწინებს, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.


მიმდინარე წელს უკვე მეორე ნაკადის მიღება განხორციელდება. პროგრამაში ჩართვისთვის სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი 15 ოქტომბრიდან დაიწყება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები შერჩეულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. მეორე ეტაპში ჩართულია 33 დაწესებულება, სულ 29 აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებელი. სადაც მსურველები გაივლიან  17 მოთხოვნად პროფესიაზე სწავლებას.


პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 16 წლის ასაკიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და ერთვებიან მომზადება-გადამზადების მოკლევადიან სასწავლო კურსში.


სწავლის ვაუჩერის მისაღებად სამუშაოს მაძიებელი პირადად უნდა გამოცხადდეს 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა იქონიოს:პირადობის  და საბაზო განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი; უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)სამიზნე ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი.


პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, პრობაციონერებს, ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებ. სახელმწიფო  მსურველებს ეხმარება, მოკლე დროში, მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების  შესაფერისი უნარ-ჩვევები შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.


მოკლევადიანი  კურსებით სამუშაოს მაძიებლები: პრაქტიკოსი ექთნის, სარეკლამო აგენტი, სტილისტიშემდუღებლი, ელექტრიკოსის, კომპიუტერული ქსელების, სისტემების ტექნიკოსის, მზარეულის, ფილადმწყობის, სავალი ნაწილის ტექნიკოსის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალიტის და  ზეინკალ-სანტექნიკოსის და სხვა მოთხოვნად პროფესიებში გადაამზადდებიან.


მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებისხანგრძლივობა  2-დან 4 თვემდე გაგრძელდება. სწავლისსაფასურისდასაფარადმსურველზე  ერთივაუჩერიგაიცემა, რომლისმაქსიმალურიოდენობაშეზღუდულიშესაძლებლობებისდასპეციალურისაგანმანათლებლოსაჭიროებებისმქონემოქალაქეებისთვისშეადგენს 1500 ლარს, ხოლოსხვაპირებზე – 1000 ლარს.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 1505, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 69
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია