დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/09 11:18:30

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე  გიორგი მიშელაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძესთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის საწარმოს მშენებლობის  მიმდინარეობას გაეცნო და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ფხოვი 2017-ის“’ მეპაიეებს შეხვდა.


„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო (1,5 ტონა წარმადობა), უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. აღსანიშნავია რომ დაიწყება ტრადიციული  პროდუქტის - დამბალხაჭოს  სამრეწველო  წარმოება.


საწარმო თანადაფინანსებით გადაეცემა  პროგრამაში  მონაწილე  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  “ფხოვი 2017“ , რომელშიც გაწევრიანებულია 32 ადგილობრივი, მობილიზებული ფურების რაოდენობა 201-ს შეადგენს.


რძის გადამამუშავებელი საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში თანადაფინანსებით გადაეცემა,  25 %  გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში. 


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით   678 ჰა  სათიბ-საძოვარი  გადაეცემა. საქონლის საკვებწარმოებისათვის 90%-იანი თანადაფინანსებით კოოპერატივმამიიღო 60 ცხენის ძალიანი ტრაქტორი  გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.


„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობას გააუმჯობესებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპსასოფლო-სამეურნეოკოოპერატივებისგანვითარების სააგენტოსთან ერთად პროგრამის განხორციელებში ჩართულია  საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადა ინფრასტრუქტურისსამინისტრო,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპსახელმწიფოქონებისეროვნული სააგენტო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია