დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო არჩევნები 2018
სალომე ზურაბიშვილი სამცხე ჯავახეთში რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა (R)
2018/10/01 23:10:00
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამცხე ჯავახეთში რეგიონში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში და ასპინძაში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. „მე, ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. სწორედ იმიტომ, რომ დაბადებული ვარ საფრანგეთში შეიძლება უფრო კარგად მესმის თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს, რომ ყველას ერთნაირი უფლება გააჩნია მიუხედავად რელიგიისა, წარმოშობისა, კულტურისა და ენისა.
ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველა არის ქვეყნის თანასწორი მოქალაქე.
მე, ვიქნები ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა. მე, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარ დეპუტატი დავიწყე მუშაობა ორმაგ მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა თუ არ არის ოფიციალურად მიღებული, იყოს ნებადართული და დაშვებული.
ამიტომ, წელს მივიღეთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.   
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია