საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის მერი აიძულეს, თანამდებობა დაეტოვებინა...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/09/28 17:05:12

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მომზადდა და ამის გამო თანამდებობა დატოვა.

"გარე დაპირისპირებების გამო, გუნდი ხვდებოდა, რომ ამ ფონზე საქმის კეთება გაგვიჭირდებოდა. ხან მე მაჩერებდნენ, ხან მე ვაჩერებდი მათ. ვცდილობდი, ვპირდებოდი, რომ დალაგდებოდა ურთიერთობები, თუმცა, უშედეგოდ. დღითიდღე იძაბებოდა განწყობები ჩვენი გუნდის მიმართ, რასაც ბევრი ზემდგომი სტრუქტურაც ხელს უწყობდა, მე არაერთხელ ვეცადე დამერეგულირებინა საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან ურთიერთობები, მაგრამ ამოდ. ეს არჩევნებიდანვე იგრძნობოდა მათგან, თითქოს, ერთმანეთთან პირობა ჰქონდათ მიცემული, შეთქმულება იყო, თუ რა ხდებოდა დღემდე ვერ ვხვდები ჩემს წინააღმდეგ. აღნიშნული საქმის კეთებაში ხელს გვიშლიდა. გადავედით რა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაზე, დავიწყეთ ქალაქის კეთილდღეობაზე მეტი ზრუნვა, მით მეტ დაპირისპირებებში შევდიოდით. დღემდე ვერ ვხვდები და მიჭირს ანალიზი გავაკეთო: რა ხდებოდა, რა იყო ხიდების ჩატეხვის მიზეზი, ზემოთ დასახელებულ ადამიანებთან და სტრუქტურებთან, ალბათ, ჩვენი დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები. ის, რომ ძილის და ჭამის დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი, ალბათ, რაც ირგვლივ ხდება და ხდებოდა ჩემამდე, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ გადასახედიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შევძელით. მე არასოდეს სკამის მაძიებელი, თანამდებობაზე გადარეული, კაბინეტზე და მანქანაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ, ჩვენისთანა ხალხი ქუჩაში არასოდეს არ რჩება,"-წერს ჭიათურის მერი თავის  განცხადებაში და იქვე იმ პროექტებზეც საუბრობს, რაც ჭიათურაში მისი მერობის დროს გაკეთდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია