საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ექსკლუზივი
რა ვალდებულებებს უყენებს მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს, მხარდაჭერის სანაცვლოდ...
ავტორი: ნატო გუბელაძე
2018/09/12 17:40:00

 

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის მიმართაც ოფიციალური მხარდაჭერა გამოხატა სახელისუფლებო მმართველმა პარტიამ, თავისი საპრეზიდენტო კამპანია ქუთაისიდან დაიწყო. მესხიშვილის თეატრში შეკრებილ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წარუდგინა.

შეხვედრი დასრულების შემდეგ ჩვენ შევძელით, რამდენიმე ექსკლუზიური კითხვის დასმა პრეზიდენტობის კანდიდატ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისთვის.

გთავაზობთ ამ ბლიც ინტერვიუს:

 

ქალბატონო სალომეთქვენ კამპანიას ქუთაისიდან იწყებთ და ალბათ იმაზეც გექნებათ ნაფიქრი, თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ქუთაისის ფუნქციას როგორ ხედავთ? მისი განვითარების პერსპექტივას?

-  ჩემი აზრით, პარლამენტმა ბევრი არც არაფერი მოუტანა ქუთაისს. ამ ქალაქს აქვს ძალიან დიდი კულტურული და ტურისტული პოტენციალი. თუნდაც ის, რომ  ახლახანს ქუთაისში დიდი არქეოლოგიური აღმოჩენის ფაქტი დაფიქსირდა, პოლონელებთნ ერთად, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა საინტერესო ტურიზმი. მე ადრეც მითქვამს, რომ ზოგადად არა ვარ მასობრივი ტურიზმის მომხრე, ამაზე მიდის, სხვათაშორის, დიდი კვლევები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რომ მასობრივი ტურიზმი შეიძლება იყოს ისევე დამანგრეველი, როგორც აღმშენებელი, ანუ შემოაქვს თანხა, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ძალიან ბევრი რამ დაანგრიოს, გააფუჭოს. ანუ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ტურიზმის სტრატეგია. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელსაც არა აქვს იმის საშუალება, რომ შემოუშვას მასობრივად ხალხი. ჩვენ უნდა განვავიათაროთ ის მიმართულებები ტურიზმის, რომელიც არის ყველაზე საინტერესო, მომგებიანი და ნაკლებად დაკავშირებული ვთქვათ, დაბინძურებასთან თუ სხვა პრობლემებთან. ამ მხრივ გამსაკუთრებულად საინტერესოა არქეოლოგიური ტურიზმი, რომელიც გამოუყენებელია ამ ქვეყანაში ჯერ. სტუდენტები ჩამოდიან რაღაც მისიებზე, მაგრამ გლობალურად გამოუყენებელია და ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც რაც უნდა გათხარო, ყველაგან არის ფანტასტიური...


- ასევე ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი და არა - მაინცადამაინც საპარლამენტო. პარლამენტარების ჩასვლა-ჩამოსვლა და თუნდაც ერთხელ ქეიფი რესტორნებში, მე არამგონია, რომ ბევრის მომტანი იყოს ქალაქისთვის. რა იქნება მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტის საკითხზე, არ ვიცი და არც მინდა, რომ ჩავერიო, მაგრამ ამით რომ ვერ აშენდება ქუთაისი, ეს არის ნათელი.


-  ქალბატონო სალომე, თქვენ დამოუკიდებელი კანდიდატი ხართ, რომელმაც ოფიციალურად მიიღო სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერა. რამდენად უპირობოა ეს მხარდაჭერა? თუ რაიმე ვალდებულებებს გაკისრებთ ან ახლა, ან - სამომავლოდ?


- სამომავლოდ, არ ვიცი...  ამ ეტაპისთვის ეს მხარდაჭერა ტოტალურად უპირობოა. შემიძლია, დავიფიცო მშობლები თუ შვილები... არაფერი მოთხოვნა არ ახლდა თან ამ მხარდაჭერას. არც კონსულტაციები თუ მოლაპარაკებებიყოფილა წინასწარ, რომ აი, ამას გააკეთებ, იმას გააკეთებ და სხვა რამეს - არა. არის მხარდაჭერა. მე ვიცი, რომ შემიძლია, ვიმოქმედო, თუ ვარ თავისუფალი. ჩემი გადაწყვეტილება არის და ჩემი ხედვა არის, რომ ჩემი პრზიდენტობის პერიოდშისაქმე გაკეთდეს და ისტორიაში დავრცე არა როგორც "სალომეიზმი", არამედ - როგორც ადამიანი, რომელმაც რაღაც მოახმარა თავის ქვეყანას. ამისთვის კი აუცილებელია, თანამშრომლობა შედგეს მმართველ პარტიასთან, რომელმაც ჯერ უპირობოდ მხარდაჭერის პირველი ჟესტი გამიკეთა მე.მეც ვარ მზად ამ თანამშრომლობისთვის და ვნახოთ, როგორ წავა. თუ ეს რაღაც მომენტში ისეთ კედელთან მივიდა, რომ ჩემთვის მიუღებელი იქნება, ამას მე ვიტყვი, გამოვაცხადებ და ყველამ იცის ჩემი კარგი თუ ცუდი ხასიათი...


- სწორედ ამ საკითხის დაზუსტება მინდა... ხშირად საუბრობენ, რომ სალომე არ იქნება ხალხის პრეზიდენტი, ის იქნება "ოცნების" პრეზიდენტი... თუ თქვენ მოგიწევთ არჩევანის წინაშე დადგომა და მოხდება ისე, რომ  ხალხის მოთხოვნა არ დაემთხვევა "ოცნების" მოთხოვნას, თქვენ შეძლებთ დაპირისპირებას თქვენს მხარდამჭერ პარტიასთან?


-  მე ვეტყვი ჩემს სათქმელს, მივიტან ბოლომდე და მერე არჩევანი, როგორ მოვიქცევი, ამის წინასწარ განსაზღვრა ახლა ძნელია. მე ვიქნები ხალხის პრეზიდენტი და არა - "ოცნების"პრეზიდენტი,  მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც უპირობოდ მიჭერს მხარს მმართველი პარტია თუმცა, ვიქნები ხალხის არჩეული პრეზიდენტი და სწორედ ხალხის  წიმაშე ვიქნები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1302
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია